კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. დედაქალაქის მერი პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Visited 29 times, 1 visit(s) today