კახა კალაძე დიღმის მასივისა და დიდუბის მოსახლეობას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახა კალაძე დიღმის მასივისა და დიდუბის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს პროგრამული ხედვები წარუდგინა და მათი განხორციელების გზებზე ესაუბრა. კახა კალაძის თქმით, დაგეგმილი პროექტების განხორციელება ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
„საჭიროა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რისი დიდი გამოცდილებაც მაქვს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიკეთეები დავნერგოთ და განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ილია წულაია, ასევე, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე.

Visited 165 times, 1 visit(s) today