კახა კალაძე კრწანისის რაიონის სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვები გააცნო. კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების გაცნობისას ყველაზე ხშირად საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას აწყდება.
თბილისის მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ აღნიშნული საკითხი მისი მერობის პირობებში მოგვარდება.„რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩემი მერობის პირობებში ეს საკითხი იქნება მოგვარებული. არსებობენ ოჯახები, რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ ოჯახები, თაობები გაიზარდა ამ ოჯახებში და დღემდე ცხოვრობენ იმის შიშით, რომ არ გამოასახლონ. ვპირდები მათ, რომ ხელცარიელს არ დავტოვებ ამ ბიუროკრატიის პირობებში“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ეს ოჯახები გაიმიჯნებიან მათგან, ვინც 2012 წლისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში მიზანმიმართულად იჭრებოდა.

Visited 147 times, 1 visit(s) today