კახა კალაძე მოსახლეობას შეხვდა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი – რიმა ბერაძე წარუდგინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახა კალაძე მოსახლეობას შეხვდა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი – რიმა ბერაძე წარუდგინა.
„ჩუღურეთის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე აღმაშენებლის მაგალითზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. იქნება განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და გამარჯვება. ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, რადგან როგორც გითხარით, მხოლოდ თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებითაა შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარება“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Visited 165 times, 1 visit(s) today