კახა კუჭავა ავსტრიის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა. თომას მიულმენმა თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ავსტრიის პარლამენტის მისალოცი წერილი გადასცა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, სადაც საქართველოსა და ავსტრიას თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. ისაუბრეს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროულ და სრულყოფილ იმპლემენტაციას.

Visited 77 times, 1 visit(s) today