კახა კუჭავა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, ანარ კარიმოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე, ასევე, ხაზი გაესვა კულტურული დიპლომატიისა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას. მხარეების შეფასებით, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობასთან ერთად, კულტურა ის სფეროა, რომელიც ხალხთაშორისი ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო და კოორდინირებული კომუნიკაციის შესახებ ისაუბრეს.

Visited 62 times, 1 visit(s) today