კახა კუჭავა ევროკავშირის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან პირველი შეხვედრა გამართა. ელჩმა კახა კუჭავას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სამომავლო გეგმები განიხილეს – კარლ ჰარცელმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტს და მის იმპლემენტაციას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, იგი პირადად გაუწევს მონიტორინგს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები დროულად და სრულფასოვნად შესრულდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. კახა კუჭავას თქმით, მას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან წლების განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

Visited 47 times, 1 visit(s) today