კახეთის მუნიციპალიტეტებში “ქალთა ოთახი” შეიქმნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში შემავალ თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ იორმუღანლოში ახალი მუნიციპალური სერვისი – „ქალთა ოთახი“ ამოქმედდა. პროექტი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული, ორგანიზაცია „HEKS/EPER“-ის პროექტის „MOLI კახეთში“ და „Mercy Corps“- ის პროექტის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. „ქალთა ოთახი“ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ქალთა ოთახი“-ს საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა.

Visited 196 times, 1 visit(s) today