კახეთის რეგიონს ჩინეთის, ჯიანგშის პროვინციის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის რეგიონს ჩინეთის, ჯიანგშის პროვინციის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: მეტალურგიული ქარხნის, თევზის გადამამუშავებელი საწარმოსა და ენერგო სისტემების კომპანიის ხელმძღვანელი პირები. ოფიციალური დელეგაცია სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო. ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთის და საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობაზე. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დელეგატებს დაწვრილებით გააცნო ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც კახეთის რეგიონში ინვესტირების კუთხით მათთვის საინტერესო იქნება.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩამოსვლით შესაძლებლობა გექნებათ კარგად გაიცნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რეგიონი, რათა უკეთესად დავსახოთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის თანამშრომლობის ხიდი, რომელსაც მეგობრობის ხიდს ვუწოდებთ, კიდევ უფრო გავამყაროთ.
კახეთის რეგიონში ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი დარგი – სოფლის მეურნეობა და ტურიზმი გახლავთ. ვფიქრობთ, ასევე ენერგეტიკულ სტაბილურობაზე, კახეთში არის ისეთი ადგილები, სადაც კარგად შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება და თანამედროვე მზის ენერგო სისტემების შექმნა, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც ინვესტირების კუთხით თქვენთვის საინტერესო იქნება“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა დელეგატებთან საუბრის დროს.
შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ქადაგიშვილმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები, ორენოვანი წიგნები კახეთის შესახებ გადასცა.

Visited 86 times, 1 visit(s) today