კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავიშირის ექსპერტის ჩართულობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის სახლემწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ევროკავშირის ექსპერტი, პიოტრ ჟუბერი სამუშაო ფორმატში, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ბოლო წლების მანძილზე, კახეთში, როგორც საპილოტე რეგიონში, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების (PIRDP) პროგრამის ფარგლებში, მომავალ წლებში ახალი პროექტების დაფინანსება იგეგმება. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მიზანს რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების ეფექტური მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.

Visited 61 times, 1 visit(s) today