კახეთში ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი უნდა აშენდეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთში ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი უნდა აშენდეს. მშენებლობის პირველი ნაწილი თბილისიდან საგარეჯოს მიმართულებით 35.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი გზის მოწყობას ითვალისწინებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ გზის ძირითად – 31.5-კილომეტრიან მონაკვეთს ჩინური China Road and Bridge Corporation-ი და თურქული Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი 463.3 მილიონ ლარად ააშენებს. აღნიშნული გზის მონაკვეთის სატენდერო ღირებულება 575 მილიონი ლარი იყო და ის კომპანიების კონკურენციის შედეგად, 112 მილიონი ლარით 463 მილიონამდე შემცირდა.

Visited 86 times, 1 visit(s) today