კახეთში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი მოეწყობა

Friday May 19th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი მოეწყობა. რეგიონებისთვის, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ანგარიშის შედეგების პრეზენტაციაციის შემდეგ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, მუნიციპალიტეტის გამგებლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. პროექტის პარტნიორია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია(SWMCG). პროექტის მხარდამჭერი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. რომელიც საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში ეხმარება. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით , აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში არსებული ყველა სხვა ნაგავსაყრელი დაიხურება და კახეთი კიდევ უფრო სუფთა მხარე გახდება. პროექტის სრული მასშტაბით ამოქმედება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგრნლები და მუნიციპალიტეტის გამგებლები ესწრებოდნენ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0