კახეთში, 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც 2019 წელს, კახეთის რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნა განხილული. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, სამშენებლო, საპროექტო კომპანიებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები.
გაერთიანებული სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო, საპროექტო კომპანიებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლების მეტი ინფორმირებულობა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში კომპანიების წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურ განხორციელებას.

Visited 58 times, 1 visit(s) today