კახი კალაძე ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის არის ძალიან ძლიერი ლიდერი და მენეჯერი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„კახი კალაძე ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის არის ძალიან ძლიერი ლიდერი და მენეჯერი. დღეს წარმოდგენილი პროექტები არის შთამბეჭდავი როგორც თავისი მოცულობით, ასევე იმითაც, რომ ძალიან სწორად არის დაგეგმილი და დანახული ყველაფერი ის, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძე ნამდვილად ემსახურება თბილისს და ის იქნება ძალიან წარმატებული მერი.

„დღეს კახიმ აღნიშნა, რომ მერი და მერია უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქალაქს და ეს სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს უშუალოდ კახის დამოკიდებულებას თავის ქალაქისადმი და ასევე, ქალაქის მოსახლეობისადმი. ის ნამდვილად ემსახურება თბილისს და ის იქნება ძალიან წარმატებული მერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ პრეზენტაციას პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.

Visited 88 times, 1 visit(s) today