კერძო სექტორის როლის გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, აგრარული მიმართულების სექტორული უნარების ორგანიზაცია დაფუძნდა.
პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის როლის გაძლიერებას, საჯარო-კერძო პარტნიორობის პროცესში კოორდინაციასთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრას და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენელთა აქტიურ ჩართულობას აგრარული პროფესიული განათლების განვითარების პროცესში.

„პროფესიული განათლების რეფორმის ამ ეტაპზე, კერძო სექტორის როლის გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აქამდეც არსებობდა ძალიან კარგი პრეცედენტები კერძო სექტორთან თანამშრომლობის, თუმცა ამ ინიციატივას ახალ ეტაპზე გადაჰყავს თანამშრომლობა, ვინაიდან საქმე გვაქვს ქოლგა ორგანიზაციის შექმნასთან, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან სოფლის მეურნეობის დარგის სხვადასხვა ორგანიზაციები და ასოციაციები, რაც სრულიად ახალი რეალობაა ჩვენს სივრცეში.
ამისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არის გახსნილი, მიესალმება ამ ფაქტს და მზად არის ამ ორგანიზაციასთან მაქსიმალური თანამშრომლობის ფორმატში გააგრძელოს მუშაობა,“- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა.

Visited 68 times, 1 visit(s) today