კერძო სექტორი მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის ახალ ეტაპს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კერძო სექტორი მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის ახალ ეტაპს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ, პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების, მათ შორის დუალური განათლების დანერგვის შესახებ, კერძო სექტორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
თეგეტა მოტორსი მზადყოფნას გამოთქვამს, მიმდინარე წელსვე ჩაერთოს დუალური პროგრამების მომზადება-განხორციელების პროცესში (საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით). შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მომდევნო წლების ძირითადი სამოქმედო ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიწოდებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მოსახლეობის დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების ზრდას.

Visited 145 times, 1 visit(s) today