კვირიკაშვილის სიტყვას ტყემლის ჩირის ფასი აქვს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კვირიკაშვილმა თავის გონორი გააკონტროლოს, არაფერს რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მის სიტყვას ტყემლის ჩირის ფასი რომ აქვს, – ასე გამოეხმაურა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი2”-სა და ნიკა გვარამიას შეეხებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით არარაოობაა.

”გიორგი კვირიკაშვილმა თავის გონორს მიხედოს, ფულით ნაყიდი რომ იყო და ”ახალი მემარჯვენეების” ფრაქციაში იჯდა. მას საერთოდ არაფერი აქვს სალაპარაკო. სამარცხვინოა, როდესაც იუსტიციის მინისტრი ასეთ პროცესებს მართავს და პრემიერი მასაც კი ვერ უწევს კონტროლს. უკაცრავად და იუსტიციის მინისტრს ახატია, თუ რას ფიქრობს მისი პრემიერი. კვირიკაშვილმა თავისი გონორი გააკონტროლოს, არაფერს რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მის სიტყვას ტყემლის ჩირის ფასი რომ აქვს.
არარაობაა კვირიკაშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით და ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიც კი არ არის. თუ გაინტერესებთ, წულუკიანია დღეს პრემიერ მინისტრი და არა კვირიკაშვილი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Visited 242 times, 1 visit(s) today