სოფელ კვირიკეში ღაღაიშვილების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ამ დროისთვის სახანძრო და სამაშველო სამსახურების ორგანიზებით ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე. ღაღაიშვილების 4 სულიანი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.
Visited 198 times, 1 visit(s) today