კიდევ ერთხელ გამოვხატე დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან, როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ, პატრიარქის წინააღმდეგ. არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს. მეორეს მხრივ, მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, ეკლესიას სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Visited 38 times, 1 visit(s) today