კირიათ იამში წყალტუბოს ქუჩა გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და კურორტის პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო საქმიანი ურთიერთობა წყალტუბოსა და კირიათ იამის(ისრაელი) პირველ პირებს შორის. წერილობით მიმოწერას მოჰყვა დელეგაციათა გაცვლითი ვიზიტები, 2016 წელს კი ხელი მოეწერა წყალტუბოსა და კირიათ-იამის დამეგობრების ხელშეკრულებას, ხოლო ამ დღეებში მომავალი ურთიერთობების ორივე მხარისათვის მისაღები და სასარგებლო გეგმის შემუშავების მიზნით წყალტუბოს კვლავ ეწვია ისრაელის დელეგაცია. ვიზიტი ამჯერად ,,შემოდგომის წყალტუბო’’-ს დღესასწაულს დაემთხვა, სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, დასწრებოდნენ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალს, საზეიმო კონცერტს. დაეთვალიერებიათ აბაზანები, სასტუმროები, ქალაქის ღირშესანიშნაობები, მღვიმეები. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა მოეწყო გამგეობაში, რომელზეც განიხილეს წყალტუბოში ტურიზმის განვითარების საკითხები, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა განაცხადა, რომ მაქსიმალურდ უზრუნველყოფს ისრაელიდან ჩამოსული სტუმრებისთვის შესაბამისი კომფორტის შექმნას, კირიათ-იამის დელეგაციის წარმომადგენლებმა გააჟღერეს კირიათ იამის მერის სურვილი მათ ქალაქში წყალტუბოს ქუჩის გახსნის შესახებ. აღნიშნეს, რომ წყალტუბო მიმზიდველია ტურისტებისთვის, რომ ერთობრივად ბევრი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კირიათ-იამში არსებულ ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო ტურის გამართვის და წყალტუბოს პოპულარიზაციის ცალკეულ ასპექტებზე. ერთმანეთს გადასცეს საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

Visited 258 times, 1 visit(s) today