,,კოალიციაში დაპირისპირება ქართული ოცნების იმიჯზე უარყოფითად აისახება“ – მიროტაძე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, მისთვის რთულად წარმოსადგენია, რომ პრემიერის დღეს გაკეთებული განცხადების გამო “რესპუბლიკურმა პარტიამ” კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვოს.
“ქართულ ოცნებაში არსებობს რესურსი იმისა, რომ გაუგებრობა კოალიციის შიგნით მოგვარდეს. გიორგი კვირიკაშვილმაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი და შესაბამისად, ეს განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვთვლი, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაპირისპირება “ქართული ოცნების” იმიჯზე უარყოფითად აისახება. როდესაც ქვეყნის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გვაქვს აღებული მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ, თუნდაც იმ ეროვნულ საკითხებზე რაზეც განცხადებაში ბატონი პრემიერ-მინისტრი საუბრობს”- თქვა მიროტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ჯარისკაცების პოლიტიკური ინტერესების გამოყენებაზე გაკეთებულ განცხადებაზეც ვკითხეთ.

როგორც მიროტაძემ prof-news-ს თემის კომენტირებისას განუცხადა, ის პრემიერის ამ განცხადებას იზიარებს, თუმცა იქვე განმარტა, რომ შორს დგას მოსაზრებისგან, თითქოს საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში ჯარისკაცები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.

“დავამატებდი, რომ არამარტო ჯარი არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული, არამედ არც ერთი სტრუქტურა პოლიტიზირებული არ უნდა იყოს. თუმცა აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს ჯარისკაცების გამოყენება მოხდა საგარეჯოს არჩევნებში. საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას დაველოდები. მე დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატმა საგარეჯოში ღირსეულად გაიმარჯვა. ფაქტების გარეშე ვერ ვისაუბრებ იმაზე, რომ გარკვეულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, ვარაუდებზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ჯარისკაცს, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება”- განაცხადა ანი მიტოტაძემ.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურს სრული უფლება აქვს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით განახორციელოს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები.

Visited 194 times, 1 visit(s) today