კოალიციის შიგნით დაძაბულობამ და გაურკვევლობამ იმატა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რა აქვთ ამ ხალხს საერთო, დღემდე არ მესმის, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” “რესპუბლიკელების” შესაძლო გასვლას. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, წინასაარჩევნოდ, კოალიციის შიგნით დაძაბულობამ და გაურკვევლობამ იმატა და საბოლოოდ რითი დასრულდება ეს ყველაფერი, მგონი ჯერჯერობით თავადაც არ იციან.

“თავად ეს კოალიცია თავიდანვე იყო ეკლექტური და არანაირად არც იყო რაღაც ღირებულებების გარშემო გაერთიანებული და საერთოდ, დღემდე არ მესმის, რა აქვს ამ ხალხს საერთო. ამიტომ ვფიქრობ, არც არაფერი ხდება, ხდება ის, რომ ახლოვდება არჩევნები, წინასაარჩევნოდ, როგორც ჩანს, კოალიციის შიგნით დაძაბულობამ და გაურკვევლობამ იმატა და საბოლოოდ რითი დასრულდება ეს ყველაფერი, მგონი ჯერჯერობით თვითონაც არ იციან”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

Visited 149 times, 1 visit(s) today