კოლეჯ „სპექტრის“ 16 კურსდამთავრებული „ხელოსანთა ქალაქში“ დასაქმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

ავეჯის აწყობა/კონსტრუირების მიმართულებით, ორგანიზაცია “ხელოსნების ქალაქში“ საზოგადოებრივ კოლეჯის „სპექტრი“ 16 კურსდამთავრებული დასაქმდა, მინიმალური ხელფასით – 1200 ლარი. მათგან ყველაზე მცირე ასაკის – 17, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 70 წლის კურსდამთავრებულია. ამ ეტაპზე საწარმოში სტაჟირებას კიდევ რამდენიმე სტუდენტი გადის, რომლებიც უახლოეს მომავალში დასაქმდებიან. დასაქმებულებმა ავეჯის აწყობა/კონსტრუირების პროფესია, დუალური განათლების ფარგლებში შეისწავლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლეჯში მიღებული თეორიული განათლების პარალელურად, ისინი საწარმოში გადიოდნენ პრაქტიკას. პროგრამა სახელმწიფომ დააფინანსა.

Visited 184 times, 1 visit(s) today