კოლხეთის პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის, ფოთის და ხობის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობით 2019 წლის თებერვლის დასაწყისში, კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების UNESCOS-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენა მოხდა.
აღნიშნული სტატუსის მინიჭება, რეგიონის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ეკოტურიზმის განვითარებას, ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისათვის.
კავკასიის ფარგლებში, რელიქტური და ენდემური სახეობის სიმდიდრით, კოლხეთის ბიოგეოგრაფიული რეგიონი გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს.

Visited 77 times, 1 visit(s) today