კოლხური ბზის გადარჩენის სამოქმედო გემგმა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „კოლხური ბზის” გადარჩენის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს. საქართველოს ენდემური და წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარის „კოლხური ბზის“ (Buxus colchica) ხმობა უკანასკნელი წლების განმავლობაში აქტიური გახდა, რამაც დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურების პირას მიიყვანა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა მავნებელ-დაავადებასთან ბრძოლის ეფექტური ქმედებები, ასევე მოსახლეობის ინფორმირებისა და ჩართულობისათვის საჭირო აქტივობები განიხილეს. ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციათა განაწილების საფუძველზე პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 125 times, 1 visit(s) today