კომერციულმა ატაშემ შეიძლება დაფაროს ერთი, ან რამდენიმე ქვეყანა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა კანონპროექტის “დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.” აღნიშნული საკითხი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნება. ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით დაინიშნება.

”კომერციულმა ატაშემ შეიძლება დაფაროს ერთი, ან რამდენიმე ქვეყანა და მისი ძირითადი ამოცანა იქნება ექსპორტის წახალისების, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და იქ არსებული ჩვენი ბიზნესის დაცვა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Visited 170 times, 1 visit(s) today