კომისიამ ის ყველაფერი თქვა, რაც საქართველოს მოქალაქეებმა აქამდე კარგად ვიცოდით

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიამ წინასწარ დასკვნაში ის მარტივი ჭეშმარიტება აღნიშნა, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია ის კონსტიტუციაა, რომელიც ხალხის ნებას ადეკვატურად ასახავს.
ანა დოლიძის განცხადებით, ეს პრინციპი გამოიხატება და უნდა გამოიხატოს უკეთესს საარჩევნო სისტემაში, ანუ, ისეთ საარჩევნო სისტემაში, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქის ნება არ იქნება წაღებული ერთი რომელიმე პარტიის მიერ, არამედ ქვეყნის კონსტიტუციაში იქნება ასახული.
“გავეცანით იმ ვერსიას, რომელიც მედიაში გავრცელდა. რა თქმა უნდა, ეს წინასწარი დასკვნაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ კომისიამ ის ყველაფერი თქვა, რაც საქართველოს მოქალაქეებმა აქამდე კარგად ვიცოდით, რომელებიც დემოკრატიისთვის ძალიან დიდი ხანი ვიბრძოლეთ.
კონსტიტუცია დემოკრატიული მაშინ იქნება, როცა საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს შესაბამისად ასახავს”, – განუცხადა დოლიძემ საზოგადოებრივს კითხვის საპასუხოდ – პრეზიდენტს მიეწოდა თუ არა ვენეციის კომისიისგან დასკვნა.
ანა დოლიძე უარყოფს გავრცელებულ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
“საქმე ისაა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტა და ამ პირობებში, ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს, რაც, რა თქმა უნდა, კომენტარს არ იმსახურებს. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია კომისიასთან და ბუნებრივია, ასეც გავაგრძელებთ. რა ფორმა ექნება ამას, დრო და საქმე გვიჩვენებს”, – განაცხადა დოლიძემ.

Visited 104 times, 1 visit(s) today