კომისია ზარალის მოცულობას ადგენს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სტიქიით მიყენებული ზარალის მოცულობის დადგენის მიზნით ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას. პირველადი მონაცემებით წყალდიდობის შედეგად დაზარალდა ასამდე ოჯახი. უხვი ნალექის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ჩამოირეცხა შიდა სასოფლო გზები, ხოლო ზუგდიდი-თბილისის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. ხობის მუნიციპალიტეტში არ წვიმს და მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

Visited 129 times, 1 visit(s) today