კომისიის სხდომა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს „მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის მიზნით კომისია შეიკრიბა.
აღნიშნულ კომისიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე თავად ხელმძღვანელობს. კომისიის წევრებმა ერთად იმსჯელეს მოქალაქეთა განცხადებებზე. დაკმაყოფილდა 53 განცხადება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 18 300 ლარი გამოიყო.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა სხდომაზე აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ოჯახებზე გამახვილდა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები, ომის ვეტერანები და ონკოლოგიური ავადმყოფები ცხოვრობენ. _„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ გაჭირვება არ იგრძნონ და მოუწესრიგდეთ საცხოვრებელი პირობები“_დასძინა გამგებელმა.

Visited 177 times, 1 visit(s) today