კომიტეტი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული TWINNG პროექტის განხორციელებაში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე TWINNG პროექტის ადგილობრივ კოორდინატორს სიუზან ნოლანს შეხვდა. ევროკავშირის ორწლიანი TWINNG პროექტი – „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს დაიწყო. სამუშაო შეხვედრაზე განხორცილებული ღონისძიებები და პროექტით გაწერილი აქტივობები განიხილეს. როგორც პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, კომიტეტი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის განხორციელებაში. მისი თქმით, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია კომიტეტის საქმიანობისთვის და ამ მხრივ საინტერესოა ევროპული გამოცდილების გაზიარება.
TWINNG-ის პროექტი, გარდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა, მოიცავს საბიუჯეტო პროცესში კომუნიკაციის გაუმჯობესებას ძირითად აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების ორწლიანი (TWINNING-ის) პროექტის“ ბენეფიციარები არიან – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. პარლამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საჯარო ფინანსების პროგრამის მენეჯერი ირაკლი ხმალაძე ესწრებოდა.

Visited 46 times, 1 visit(s) today