კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წელს, სოფელ ძველ აბაშაში, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება – ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია ავრცელებს.

მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდება და მოეწყობა გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია. გუბერნატორს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი სამუშაოები გააცნო.

გუბერნატორის განცხადებით, ღია სცენის გამართვა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ახალ სივრცეში სხვადასხვა ლიტერატურული საღამოები გაიმართება, იგეგმება კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც.

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გასულ წელს გალავანი და ჭიშკარი გაკეთდა, ასევე დამონტაჟდა გარე განათება და ეზოში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათას ლარამდე დაიხარჯა.

Visited 198 times, 1 visit(s) today