კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით კითხვები, პრაქტიკულად, აღარ არის დარჩენილი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციური კანონის პროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვის დაწყების შესახებ არასამთავრობო სექტორის მოწოდებას ეხმაურება.
„ეს მოწოდება არის საფუძველს მოკლებული. პროექტთან დაკავშირებით კითხვები, პრაქტიკულად, აღარ არის დარჩენილი. კონსტიტუციური კანონი არის გადაღეჭილი. ისე არის მომზადებული პრაქტიკულად, ახალი დოკუმენტი, თითოეული მუხლი არის ზედმიწევნით გავლილი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შეხვედრების სამი რაუნდი ჩავატარეთ. ვატარებთ საკომიტეტო განხილვებს და ამას დაემატება პლენარული განხილვები. ამაზე მეტად, ფიზიკურად ვერ განიხილავ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს. აქედან გამომდინარე, როცა რაღაცისკენ მოგიწოდებენ, ეს მოწოდება უნდა იყოს დასაბუთებული. დასაბუთებული ეს მოწოდება არ არის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 111 times, 1 visit(s) today