კოპენჰაგენის კინოთეატრ Cinemateket-ში პირველად გაიმართა „ქართული დღე“

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ კინოფესტივალ “CPH PIX”-თან ერთად, კოპენჰაგენში მდებარე კინოთეატრ Cinemateket-ში „ქართულ დღეს“ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნა ორი ქართული ფილმი. პარალელურად გაიმართა ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ და CPH PIX-ის პროგრამის დირექტორმა ნილს ლინდ ლარსენმა. გიგი გიგიაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული კინემატოგრაფიის მდიდარ ისტორიაზე და ქართული ფილმების ბოლოდროინდელ წარმატებებზე.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.
CPH PIX დანიის ყველაზე მასშტაბური კინოფესტივალია, რომელზეც დანიური და უცხოური 150-მდე ფილმის პრემიერა ხორციელდება. აღსანიშნავია, ამერიკულ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ კინო დღეებთან ერთად, ქართული დღე კინოფესტივალის ისტორიაში წელს პირველად მოეწყო.

Visited 156 times, 1 visit(s) today