კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის 45% სასმელი წყლის სიმცირეს წლების მანძილზე განიცდიდა. ქსელის რეაბილიტაცია კორცხელის 883 მოსახლეს ცენტრალური სისტემით, უწყვეტ რეჟიმში, ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფს.
პროექტის ღირებულება 263 890 (ორას სამოცდასამი ათას რვაას ოთხმოცდაათი) ლარს შეადგენს. წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.

Visited 147 times, 1 visit(s) today