კოჯრის გზატკეცილზე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ თბილისში კოჯრის გზატკეცილზე გადამოწმებული ავტომანქანის ძარაზე, 20 ერთეული 3 მეტრიანი წიწვოვანი სახეობის სამასალე მორი იყო განთავსებული.
ავტომანქანის მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი 128 (2) მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით. ავტომანქანა დაილუქა.

Visited 155 times, 1 visit(s) today