კრწანისის რაიონში შემავალი 270 ჰექტარი გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„თვითმმართველი ქალაქის თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები იცვლება და დაახლოებით 270 ჰექტარი გარდაბნის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადადის”, – ამის შესახებ დღეს პლენარულ სხდომაზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რომელმაც პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარადგინა „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების-თვითმმართველ ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების შეახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. მისი განმარტებით, მოხდა ტერიტორიის დემარკაცია და ამის ფარგლებში გადაწყდა საკითხის ამგვარად დარეგულირება.

„ეს ტერიტორია, რომლის გადაცემა თბილისიდან ხდება გარდაბნისთვის, არის კრწანისის რაიონში და დაშორებულია კრწანისისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება ამ ტერიტორიის მიკუთვნება გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნული საკითხი ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო პაკეტების განხორციელებისა და მუნიციპალიტეტის გაძლიერების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა მომხსენებელმა.

Visited 21 times, 1 visit(s) today