კრწანისში ტიციან ტაბიძის დაბადების დღე აღნიშნეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კრწანისის გამგეობამ, შავთელის ქუჩაზე მდებარე ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერში, ცნობილი ქართველი პოეტის დაბადების დღე აღინიშნა.

როგორც prof-news-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, სპეციალურად ამ დღისთვის სკვერს სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა. პოეტის ბიუსტთან მოეწყო მიხაკების ყვავილნარი და დაირგო ვაშლის ხე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, პოეტი დავით მაღრაძე, მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, ტიციანის შვილიშვილები – ექიმი გივი ანდრიაძე და ფილოლოგი ნინო ანდრიაძე. პოეტის ლექსები წაიკითხეს და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს ტიციან ტაბიძის სახელობის თბილისის 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

“ზუსტად 100 წლის წინ, პოეტი ტიციან ტაბიძე წერდა – აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ ეროვნული შემეცნებით.. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ “ცისფერი ყანწებითო”. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, 100 წლის შემდეგ, საქართველო ისევ დგას თავის ისტორიულ და კულტურულ გზაზე და ისევ გრძელდება ტიციანის და ყველა იმ ადამიანის სულისკვეთებით ცხოვრება, რომელიც საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირეს”, – განაცხადა კრწანისის გამგებელმა.

“ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტიციან ტაბიძე, 1937 წელს, 44 წლის ასაკში საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა.

Visited 1,958 times, 1 visit(s) today