კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თამაზ მურადიშვილთან ერთად შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა კომპანიის წარმომადგენლებს შენობის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა. პროექტის თანახმად, სარემონტო სამუშაოებზე 837 555 ლარი დაიხარჯება. კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელს დაიტევს და სცენა ხის ნაცვლად ლითონის კონსტრუქციის არის. კულტურის სახლი ნაწილობრივ მინით შეიფუთა. სამუშაობეს შპს „ნიკა“ აწარმოებს. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

Visited 172 times, 1 visit(s) today