კუპრეიშვილის ქუჩაზე ასფალტი იგება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, თენგიზ ხელაძესთან ერთად დღეს კუპრეიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
ასფლატი ქალაქ ლანჩხუთის ექვს ქუჩაზე იგება. პროექტის საერთო ღირებულებაა 418 487 ლარი. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოშია დაგეგმილი. კუპრეიშვილის ქუჩის გარდა ასფალტი იგება ზენაიშვილის, გურიის, ცინცაძის, მუსხელიშვილისა და მდინარაძის ქუჩებზე.
კუპრეიშვილის ქუჩის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის. თავის მხრივ, გამგებელიც დაპირდა მათ, რომ პრობლემების მოგვარებაში მათ აუცილებლად დაეხმარება.

Visited 239 times, 1 visit(s) today