კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო. ლევან დავითაშვილის თქმით, წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და რეაბილიტაციის პროექტი წარმატებით განხორციელდება. მისივე განცხადებით, ბიზნესს სრული ინფორმაცია მიეწოდა წყალტუბოს კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვის და მისი პოტენციალის შესახებ. კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად იმსჯელა რეაბილიტაციის პროექტის შესახებ. ასევე, ბიზნესის მხრიდან გაჟღერდა ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება.

Visited 65 times, 1 visit(s) today