კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება. გამწმენდი ნაგებობა ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს. წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2021 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. შესრულებული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშივლმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს. წყალმომარაგების კომპანიამ აბასთუმანში უკვე დაასრულა წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობა. პროექტებს ჯამურად დაალხოებით 16 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც სრულად მოაწესრიგებს კურორტზე წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურას.

Visited 38 times, 1 visit(s) today