ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა-2018“ გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა-2018“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ამ დღის აღსანიშნავად, ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული, კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული საშემოდგომო კუთხეები. ადგილობრივ მეწარმეთა მიერ მოეწყო ღვინის დეგუსტაცია, დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო ქართული ღვინის დაგემოვნება. ასევე, ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ფოტო გამოფენა და გაიმართა შემეცნებითი აქტივობები, გამარჯვებული კონკურსანტები მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა საზეიმოდ დააჯილდოვა.
საღამო გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.
„ჰერეთობა-2018“-ს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.

Visited 219 times, 1 visit(s) today