ლაგოდეხში მუსიკალური სტუდიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ.ლაგოდეხში მუსიკალურ-ინსტრუმენტალური სტუდიის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეშე დასრულდება. პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE”-ს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხადაჭერით ხორციელდება მიზნად ისახავს ადგილობრივი საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობას თანამედროვე აპარატურით. სტუდიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ სარალიძემ პროექტის ავტორთან ბახვა შაიშმელაშვილთან ერთად დაათვალიერა. გამგებლის თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდება ახალი თანამედროვე მუსიკალურ-ინსტრუმენტალური ბაზის შექმნა, რომელიც მუნიციპალიტეტში მოქმედ შემსრულებლებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

Visited 149 times, 1 visit(s) today