ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თათბირი გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ თათბირი გამართა. შეხვედრის ძირითადი საკითხი „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ დაწყებული წამლობა და დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხები იყო. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მცენარის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული. თითქმის ყველა სოფელშია დაწყებული შეწამვლის პროცესი. გარდა ამისა, ზაზა ურუშაძემ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებასთან დაკავშირებით მიმოიხილა შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნა: „-განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დასუფთავების საკითხს. მკაცრ კონტროლზე გვექნება აყვანილი თითოეული სოფელი. მნიშვნელოვანია გრიგოლეთის საკურორტო ზონა.“ გამგებელმა დაავალა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს აქტურად ჩაერთონ ამ პროცესში და წარმომადგნელებთან ერთად მაქსიმალური ყურადღება მიაციონ თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულს.

Visited 148 times, 1 visit(s) today