ლანჩხუთში ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთში ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის მშენებლობა გურიის გუბერნატორთან, მერაბ ჭანუყვაძესთან, ლანჩუხთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ლანჩხუთის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 150 000 ლარამდეა.

Visited 143 times, 1 visit(s) today