ლანჩხუთში მიკროელექტრონული აპარატურის საწარმოს ოფისი გაიხსნა. საწარმოს გახსნას „GORGIAN TEHNOLOGY ENGINEERING SOLUTIONS“ დამფუძნებელი ახმედ ონერი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საწარმოში დასაქმდებიან ადგილობრივები და მათ თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტები გადაამზადებენ. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, ქალაქ ფოთში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურ დირექტორ დავით ებრალიძესთან ერთად, დაათვალიერეს „GORGIAN TEHNOLOGY ENGINEERING SOLUTIONS“ საწარმოსთვის განკუთვნილი შენობა, რომელიც სულ მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.
Visited 125 times, 1 visit(s) today