ლარის კურსთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები- ხადური

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის საკითხზე კომენტარი გააკეთა. მინისტრმა საქართველოში გასული წლისა და მათ შორის ბოლო ერთი თვის განმავლობაში შექმნილ სიტუაციას ,,საკმაოდ მძიმე” უწოდა. აღნიშნულის მიზეზად ხადური რეგიონში, კერძოდ კი აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.

,,ამავე დროს დეკემბერში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი. ახლა ეს საპროცენტო განაკვეთი აღარ გაზრდილა, შესაბამისად, ლარზე დამატებით დაწოლას არ მოველით. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. ამ წუთის მდგომარეობით, “ბლუმბერგზე” ერთი დოლარის ვაჭრობა 2,46 ლარის კურსით ხდება. ასევე ვალუტის კურსი დაწეულია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებშიც. მინდა გითხრათ, რომ შიდამაკროეკონომიკური პარამენტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული. ისევე როგორც ბიუჯეტი და სახაზინო ოპერაციები არ ახდენს დაწოლას გაცვლით კურსზე”, – განაცხადა ხადურმა.

Visited 155 times, 1 visit(s) today