„ვალუტის კურსის გამყარება არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება.
„გვექნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან იმისათვის, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Visited 119 times, 1 visit(s) today