ლაშა გოგია კონკურსის წესით შერჩეულ თანამშრომლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, კონკურსის შედეგად დანიშნულ თანამშრომლებს შეხვდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ზვიად ღურწკაია, ხოლო განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს კობა ჯიქია უხელმძღვანელებს. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში (ეგრისი, ენგური, კოლხეთი, მაცხოვრისკარი, ოდიში, ბაში, ცვანე) კონკურსის წესით მერის წარმომადგენლები დაინიშნენ. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსად კობა მორგოშია, ხოლო სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ კარლო ღადუა შეირჩნენ. კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე 25 დეკემბერს გამოცხადდა.

Visited 323 times, 1 visit(s) today