ლაშის-იგორეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა ლაშის-იგორეთის ცენტრალური გზის მობეტონების სამუშაოები დაათვალიერეს.
ლაშის-იგორეთის გზის, 2 450 მეტრიანი მონაკვეთის, მობეტონების სამუშაოებს შ.პ.ს „მიმდემი“ ასრულებს. გზის მობეტონების სამუშაოები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებით, აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
პროექტის ღირებულება 260 000 ლარს შეადგენს.

Visited 194 times, 1 visit(s) today